Sunday, March 31, 2019

კვლევის რეფლექსია

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის
ნონა გორგაძის რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
მოგახსენებთ , რომ 2017-2018 სასწავლო წელს განვახორციელე მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
თემაზე :„საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა“.
რომლის მიზანი იყო : მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი
პრობლემის დეტალურად შესწავლა, პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა ,
ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძებნა და შედეგიანი ინტერვენციების განხორციელება .
სამიზნე ჯგუფი: VI - VII კლასისი მოსწავლეები, მშობლები.
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კოლეგებში ამ კვლევამ იმთავითვე აღძრა
ინტერესი. ბუნებრივია, მათი უმეტესობა საქმის კურსში იყო ( კლასში შემსვლელი სხვა
საგნის მასწავლებლები, კათედრის წარმომადგენელი, მათთან გასაუბრება კვლელვის
განხორციელების პროცესში ხშირად მიწევდა), მაგრამ საბოლოო შედეგებისა და
ინტერვენციის ,,გავლენის’’ შესახებ ინფორმაცია მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე პედაგოგებთან. ბუნებრივია,
აღარ დამჭირდა საკითხის აქტუალობის მტკიცება და პირადპირ კვლევის შედეგები,
ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები წარვადგინე. კვლევის მიმდინარეობისას
გამოკითვას ვაწარმოებდი ელექტრონული ფორმატით Google forms-ის გამოყენებით, ამ
პროგრამაში შექმნილმა გრაფიკებმა/დიაგრამებმა, პედაგოგებისთვისაც ადვილად
აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები.
კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან საინტერესო და
შედეგიანი აღმოჩნდა ჩემთვის. გავითვალისწინებ კონსტრუქციულ უკუკავშირს,
რომელშიც პედაგოგებმა მომიწონეს საკვლევად ამ საკითხის არჩევა და საინერესო
იდეებიც მომაწოდეს. მიუხედავად იმისა რომ კოლეგების ნაწილის აზრით საშინაო
დავალების კომპონენტი ცალკე არ უნდა ფასდებოდეს. ზოგი პირიქით ამ კომპონენტს
გადამწყვეტი როლი უნდა ეკისრებოდეს მოსწავლის ცოდნის შემოწმების ეტაპზე. ზოგის
აზრით საჭიროა კვლევა განხორციელდეს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. დამაფიქრა
იმაზე, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით; ლოგიკურმა
მსჯელობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა
აუცილებელია, ხოლო მეთოდების და გზები - ამოუწურავი. ზოგადად თუ ვიტყვით,
ეს არ იყო ტრადიციულად გაგებული ,,გაზიარება’’, ეს იყო გულახდილი საუბარი
წარმოდგენილ კვლევაზე, რისთვისაც დიდ მალობას ვუხდი მთელ კოლექტივს,
განსაკუთრებით დამრიგებლებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თანადგომასა
და დახმარებას მიწევდნენ.
2018 წლის - ივნისი
მასწავლებელი: /ნონა გორგაძე/