Sunday, March 31, 2019

კვლევის რეფლექსია

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის
ნონა გორგაძის რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
მოგახსენებთ , რომ 2017-2018 სასწავლო წელს განვახორციელე მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
თემაზე :„საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა“.
რომლის მიზანი იყო : მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე
ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი
პრობლემის დეტალურად შესწავლა, პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა ,
ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძებნა და შედეგიანი ინტერვენციების განხორციელება .
სამიზნე ჯგუფი: VI - VII კლასისი მოსწავლეები, მშობლები.
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კოლეგებში ამ კვლევამ იმთავითვე აღძრა
ინტერესი. ბუნებრივია, მათი უმეტესობა საქმის კურსში იყო ( კლასში შემსვლელი სხვა
საგნის მასწავლებლები, კათედრის წარმომადგენელი, მათთან გასაუბრება კვლელვის
განხორციელების პროცესში ხშირად მიწევდა), მაგრამ საბოლოო შედეგებისა და
ინტერვენციის ,,გავლენის’’ შესახებ ინფორმაცია მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე პედაგოგებთან. ბუნებრივია,
აღარ დამჭირდა საკითხის აქტუალობის მტკიცება და პირადპირ კვლევის შედეგები,
ინტერვენციის პროცესი და საბოლოო დასკვნები წარვადგინე. კვლევის მიმდინარეობისას
გამოკითვას ვაწარმოებდი ელექტრონული ფორმატით Google forms-ის გამოყენებით, ამ
პროგრამაში შექმნილმა გრაფიკებმა/დიაგრამებმა, პედაგოგებისთვისაც ადვილად
აღსაქმელი გახადა გამოკითხვის შედეგები.
კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან საინტერესო და
შედეგიანი აღმოჩნდა ჩემთვის. გავითვალისწინებ კონსტრუქციულ უკუკავშირს,
რომელშიც პედაგოგებმა მომიწონეს საკვლევად ამ საკითხის არჩევა და საინერესო
იდეებიც მომაწოდეს. მიუხედავად იმისა რომ კოლეგების ნაწილის აზრით საშინაო
დავალების კომპონენტი ცალკე არ უნდა ფასდებოდეს. ზოგი პირიქით ამ კომპონენტს
გადამწყვეტი როლი უნდა ეკისრებოდეს მოსწავლის ცოდნის შემოწმების ეტაპზე. ზოგის
აზრით საჭიროა კვლევა განხორციელდეს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. დამაფიქრა
იმაზე, რომ კიდევ უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით; ლოგიკურმა
მსჯელობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ საკითხზე მუშაობა
აუცილებელია, ხოლო მეთოდების და გზები - ამოუწურავი. ზოგადად თუ ვიტყვით,
ეს არ იყო ტრადიციულად გაგებული ,,გაზიარება’’, ეს იყო გულახდილი საუბარი
წარმოდგენილ კვლევაზე, რისთვისაც დიდ მალობას ვუხდი მთელ კოლექტივს,
განსაკუთრებით დამრიგებლებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თანადგომასა
და დახმარებას მიწევდნენ.
2018 წლის - ივნისი
მასწავლებელი: /ნონა გორგაძე/

Tuesday, February 19, 2019

კვლევა - „საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა“


კვლევა
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ.ტეზრის საჯარო სკოლის
 მათემატიკის მასწავლებელი : ნონა გორგაძე                   
      2017-2018 სასწვლო წელი
„საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა“

სარჩევი
შესავალი
I თავი
მოცემულია ინფირმაცია საკვლევი საკითხის შესახებ:
1.         საკვლევი საკითხის მიმოხილვა
2.         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების იდენტიფიცირება
3.         კვლევის მიზანი
4.         კვლევის ამოცანები
5.         კვლევის დიზაინი

II  თავი
ლიტერატურის მიმოხილვა

III თავი
კვლევის შედეგები
1.         მონაცემთა ანალიზი
2.         კვლევის მიგნებები
3.         შესაძლო ინტერვენციები
IV თავი
რეკომენდაციები

V თავი
განხორციელებული ცვლილებები, ინტერვენციის შეფასება
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა
დანართები


შესავალი
 წარმოგიდგენთ ტეზრის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ნონა გორგაძის მიერ განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშსს .
რომელშიც განხილულია :
·         მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. კონკრეტულად არასრულყოფილად შესრულებული საშინაო დავალებელის გამომწვევი პრობლემის იდენტიფიცირების გზები, პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.

        როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკის კვლევა სწავლების გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. იგი გულისხმობს მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების პროცესთან და სასკოლო სიტუაციებთან დაკავშირებული პრობლმის შესწავლას.
პრაქტიკის კვლევა შეიძლება რამდენიმე მიზნით განხორციელდეს:  
           არსებული პრაქტიკის შესწავლა
           პრობლემის მოგვარება
           სასურველი ცვლილების განხორციელება
                 ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია:არსებული პრაქტიკის შესწავლა,  პრობლემური საკითხის იდენტიფიცირება, გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლა და ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძიება“


I თავი
1.    საკვლევი საკითხის მიმოხილვა
       როგორც მოგეხსენებათ, საშინაო დავალება ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლის სავალდებულო ნაწილია, მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.
    სწორად შერჩეულმა და კარგად შესრულებულმა საშინაო დავალებამ, მოსწავლის განვითარების მრავალ ასპექტზე შეიძლება მოახდინოს გავლენა.  პირველ რიგში საშინაო დავალება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი სიღრმისეული სწავლისა და მოსწავლის პროგრესის შეფასებისათვის. რასაც აუცილებლად მოყვება მოსწავლის დაინტერესება, მოტივაცია, დამოუკიდებლად მუშაობის, კლასგარეშე მუშაობის უნარის განვითარება, შეძენილი ცოდნის გამყარება, საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა/ ჩართულობა და სხვა...
ესაა ის ასპექტები, რომლებზეც საშინაო დავალებამ როგორც დადებითი ისე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს.
ხშირად მასწავლებლის მცდელობა-  ახალი მასალის გამტკიცების, სასწავლო მასალის სრულად დაფარვის, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგის, შეფასების , რადაც მასწავლებელი დაკმაოდ დიდ დროს უთმობს- მოსწავლის დიდ თავსატეხად და მშობლის უკმაყოფილების საბაბად გადაიქცევა.
  საინაო დავალების გამო, ალბათ არაერთ მშობელსა და შვილს შორის ან მშობელსა და მასწავლებელს შორის წარმოშობილა კონფლიქტი.
დადებით ჭრილში, მშობლისათვის საშინაო დავალება შეიძლება განვიხილოთ შვილის პროგრესის მონიტორინგის, შვილის აღზრდის და  სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობად.
2.    პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზების იდენტიფიცირება
   ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველი გახდა მოსწავლეთა და მშობელთა მიდგომა საშინაო დავალებისადმი. ზოგიერთი მოსწავლე უინტერესოდ, ძალდატანებით ან სულაც არ ასრულებს საშინაო დავალებას.  რა შეიძლება იყოს მიზეზი? რა იწვევს ამ პრობლემას?
სხვადასხვა მიზეზთაგან გამოვყავი  რამდენიმე საკვლევი საკითხი:
·         რა არის პრობლემა საშინაო დავალების სირთულე თუ მოცულობა?
·         დავალების შინაარსი ან ფორმა?
·         დროის ფაქტორი?
·         შეარულებისათვის საჭირო ინსტრუქციის არ ქონა/ცოდნა
·         დავალების სისტემატურად ან სრულფასოვნად არ შემოწმება
·         დავალება რომელიც არ ითვალისწინებს მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებს;

3.    კვლევის მიზანი
    დეტალურად იქნეს შესწავლილი პრობლემის გამომწვევი მიზეზი და მოიძებნოს ოპტიმალური გადაჭრის გზები.
4.    კვლევის ამოცანები
ა) დაკვირვება:
·         თითოეული მოსწავლის მიერ წარმოდგენილი საშინაო დავალების ხარისხზე
·         სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე
·         მშობელთა ჩართულობაზე
ბ) ფოკუსჯგუფის შექმნა და დისკუსიით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
გ) მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა
დ) მონაცემების დამუშავება, წარმოდგენა, ანალიზი
ე) შედეგებისა და გამოტანილი დასკვნის პრეზენტაცია;
5.    კვლევის დიზაინი
სამიზნე ჯგუფი:   VI  -VII კლასისი მოსწავლეები, მშობლები.
კვლევის ვადები: 2017წლის 15 ნოემბერი- 2018 წლის 15 მარტი

        აქტივობა

               თვე
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
პრობლემის იდენტიფიცირება. კვლევის გეგმის შედგენა; ლიტერატურის გაცნობა;

ü   




ინტერვიუ მოსწავლეებთან. კითხვარის შედგენა, დამუშავება. გამოკითხვა/ანკეტირება. მონაცემების შეგროვება/დამუშავება;





ü   



მიღებული შედეგების ანალიზი;


ü   

ü   
სავარაუდო ინტერვენციის განხილვა. განხორციელება. ანალიზი;



  
ü   

კვლევის შედეგების შეჯერება. დასკვნის გამოტანა. პრეზენტაცია;





ü   



ნოემბერი:  პრობლემის იდენტიფიცირება. კვლევის გეგმის შედგენა;
დეკემბერი: ინტერვიუ მოსწავლეებთან. კითხვარის შედგენა, დამუშავება. გამოკითხვა/ანკეტირება. მონაცემების შეგროვება/დამუშავება;
იანვარი: მიღებული შედეგების ანალიზი;
თებერვალი: სავარაუდო ინტერვენციის განხილვა. განხორციელება. ანალიზი;
მარტი: კვლევის შედეგების შეჯერება. დასკვნის გამოტანა. პრეზენტაცია;
 კვლევის მეთოდები
                 ა) გამოკითხვა/ ინტერვიუ
ამ მეთოდის გამოყენებით გავარკვევ რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მოსწავლეებისათვის;  რაში ეხმარება და რა პრობლემებს უქმნის მას დავალებების ყოველდღიური შესრულება;
ბ) ანკეტირება
მოვამზადე კითხვარი როგორც მოსწავლეებისათვის ისე მშობლებისათვის. კითხვარი შედგებოდა როგორც ღია ისე დახურული ტიპის კითხვებისაგან. რაც მთავარია იყო ანონიმური, ჩემი აზრით  ამ დროს რესპოდენტი უნდა იყოს ღია და გულწრფელი.
გ) ფოკუსირებული დაკვირვება
ეს მეთოდი გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესზე დასაკვირვებლად ასევე მშობელთა ჩართულობაზე დასაკვირვებლად
დ) ინტერვენცია
ე)  მონაცემების ანალიზი.
II თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
სრული ვერსია  იხილეთ ლინკზე  -   http://mastsavlebeli.ge/?p=2409       ავტორი-  მაია ფირჩხაძე
                        მოსწავლეთა პრაქტიკული მეცადინეობა უპირველესად საშინაო დავალების შესრულებაზეა აგებული. იგი აფართოებს სწავლის შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეს, შინაც არ შეწყვიტოს სწავლის პროცესი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკვეთილზე, რაც უნდა კარგად ჩატარდეს იგი, ხდება მასალის ხანმოკლე დამახსოვრება. ხანგრძლივ მეხსიერებაში ცოდნის გადატანას განმეორება ანუ გარკვეული სახის სამუშაო სჭირდება, ამ როლს კი მეტწილად საშინაო დავალება ასრულებს. ვინაიდან გაკვეთილზე ათვისებული მასალა უახლოესი 10-12 საათის განმავლობაში ინტენსიურად “გვავიწყდება”, სასურველია, საშინაო დავალება იმ დღესვე შესრულდეს – მასალის გაგებიდან პირველი საათის განმავლობაში გვახსოვს მხოლოდ 40%, 2-2,5 საათის შემდეგ – 28%. ასე რომ, საშინაო დავალება საშუალებას გვაძლევს, ცოდნა ოპერატიული მეხსიერებიდან ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავიტანოთ. ამ დროს მოსწავლის ცოდნა და უნარი თანაბრდება (ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როცა მასალის ათვისებაში დიდი ჩავარდნაა, მაგალითად, გაცდენის გამო).
საშინაო დავალების სწორი ორგანიზებისთვის საჭიროა, მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული დავალების მიზანი (დავალების მიზნის განსაზღვრა, შინაარსის შერჩევა მიზნის შესაბამისად ანუ ორგანიზების ფორმის შერჩევა), ფუნქციები, შინაარსი, დავალების კონტროლის მექანიზმი (გააერთიანონ ყველა რესურსი მოცემული დავალების შესასრულებლად, განახორციელონ კონტროლი – გარკვეული საკორექციო სამუშაო მიზნის მისაღწევად და თვითკონტროლიც – კორექციისთვის), საშინაო დავალების ორგანიზაციის საშუალებები, პირობები და მოტივაცია (დავალების შესრულების აუცილებლობის გაგება).
სასკოლო პრაქტიკაში იყენებენ საშინაო დავალების შემდეგ სახეებს: ინდივიდუალურს, ჯგუფურს, შემოქმედებითს, დიფერენცირებულს, საერთოს მთელი კლასისთვის, დავალებას წყვილისთვის.





III  თავი
კვლევის შედეგები
მოსწავლეთა ინტერვიუმ საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ.
             ინტერვიუში მონაწილეობა მიიღო - VI კლ -10 მოსწავლე
                                                                               VII კლ 15 მოსწავლე  ( კლასის ყველა მოსწავლემ  )
    მოსწავლეთა ნაწილი უხალისოდ უდგება დავალების შესრულებას.
 მისთვის გაუგებარია დავალების შინაარსი და საჭიროებს სხვის დახმარებას
ზოგი თვლის რომ დავალება დიდი ზომისაა და დრო არ ყოფნით მის შესასრულებლად, მალე იღლებიან ან  მასწავლებელი მას სისტემატურად არ  არ უმოწმებს დავალებას და თვლის, რომ  ტყუილად იმუშავა. ( ამ შედეგმა ჩემი გაოცება გამოიწვია მე როგორც მათემატიკის მასწავლებელი თითქმის ყოველდღე ვამოწმებ საშინაო დავალებას შემთხვევითი შერჩევის გზით, ყველას ვეკითხები ეთანხმებიან თუ არა პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლიდან ვაკეთებთ დაფაზე.) ამ საკითხმა საკმაოდ დამაფიქრა. ჩავთვალე რომ ამ მხრივაც უნდა განვახორციელო ცვლილება.

    ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მშობლების ნაწილი უარყოფითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მათი შვილი უხალისოდ ასრულებს დავალებას, მათ უწევთ მუდმივი კონტროლი და ზეწოლა. ( „სანამ არ მივტყრპავ არ ჯდება დავალების დასაწერად“. „წიგნზე ეძინება“ და სხვა...).
დანართი 1 – ა) კითხვარი  მოსწავლეთა მშობლებისათვის ;  ბ) კითხვარი მოსწავლეებს
დანართი 2 - ანკეტა მშობლებს
დანართი 3 –  ანკეტა მოსწავლეებისთვის

ანკეტირების შედეგები
·         მშობლებთან ჩატარებული ანკეტირების შედეგები ასეთია
გამოიკითხა  25  მშობელი
კითხვაზე ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის რეჟიმის სწორ გადანაწილებაზე:
40%- ოჯახის სხვა წევრები
53% - დედა
7% - ბავშვი
ბავშვის გვიან დაძინების მიზეზად ასახელებენ:
33% -  ბევრი დავალება
20% - დროის არასწორი გადანაწილება
ინტერნეტის/ტელეგადაცემების ყურება -  47%
საშინაო დავალებას :
ვერ ასრულებს ჩემი დახმარების გარეშე - 25%
ასრულებს დამოუკიდებლად -55%
მსგავსი დავალებების მიხედვით - 20%
მშობელთა 46% თვლის რომ მის შვილს არ ეხმარება იმიტომ რომ მან უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად მუშაობა.
მშობელთა 82% თვლის რომ მისი შვილი ხალისით ასრულებს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილ დავალებებს, მოსწონთ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ტესტები, ელექტრონული სიმულაციები(სავარჯიშოები)
·         ანკეტირება ჩატარდა მოსწავლეებთანაც:
შედეგებმა აჩვენა, რომ მათი აზრით













ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე:
დაკვირვება ვაწარმოე კლასებზე რომლებსაც მე ვასწავლი, ერთი თვის  განმავლობაში ვცვალე საშინაო დავალების ტიპი, რაოდენობა, სირთულე .  ვაწარმოე დაკვირვება დავალებების ეფექტიანობის დასადგენად.
კვლევის მიგნებები:
     ჩემს მიერ დავალებეის მიცემისას გაკეთებული სიტყვიერი ინსტრუქციები არ იყო გასაგები მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისათვის, დავალებელის მიცემისას უნდა გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებულება.  მოსწავლის მშობლისა და მასწავლებლის შეთანხმებული თანამშრომლობის არ არსებობა, მშობელთა ნაკლები ინფორმირებულობა. ასევე გამოიკვეთა რომ სასურველია კლასში შემსვლელ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებული მუშაობა, რადგან ერთ დღეს არ დაუგროვდეს მოსწავლეს ყველა საგანში დიდი რაოდენობის დავალება.
შესაძლო ინტერვენციები:
     კვლევის პროცესში მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციები:
·         მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობის გაღრმავება - მშობელთა ინფორმირება საკითხებზე:    დანართი.4 ლიტერატურა მშობლებს
„ როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში“
„როგორი უნდა იყოს გარემო საშინაო დავალების შესრულებისას“
„ როგორ უნდა აუმაღლოს მშობელმა ბავშვს სწავლის მოტივაცია“
·         კლასში შემსვლელ პედაგოგთა თანამშრომლობის გაღრმავება. შუალედურინ შეხვედრების მოწყობა სადაც მოხდება შეთანხმება თუ რა დოზით მიეცეს მოსწავლეს დავალება
·         ლიტერატურის მოძიება გაცნობა, დამუშავება. სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საშინაო დავალების დოზირების, ტიპის, ინტენსიობის, დროული და სრულყოფილად შემოწმებისათვის.
IV თავი
  რეკომენდაციები:
საშინაო დავალება და მისი შესრულების პროცესი მოსწავლეთათვის უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოიწვევს ცნობისმოყვარეობას, გაზრდის მოტივაციას, შემატებს მოსწავლეს თვითრწმენას და ყველაფერი ეს გადაუვა ჩვევაში.
·         დავალების მიცემისას გავითვალისწინო აქვთ თუ არა მოსწავლეებს მსგავსი დავალებები უკვე შესრულებული და მორგებულია თუ არა დავალება მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებაზე. გავითვალისწინო კლასის პოტენციალი რათა დადებითი შედეგი მიღწევადი იყოს თითოეული მოსწავლისათვის
·         მივცე შესაბამისი ინსტრუქციები
·         დროულად შემოწმდეს თითოეულის დავალება
·         გავუკეთო ნამუშევარს წერილობითი უკუკავშირი
მოვახდინო მშობლის ინფორმირება
·         მშობელმა კარგად გაიაზროს თავისი ფუნქცია შვილის სწავლა-სწავლების პროცესში.
კოლეგებთან შევათანხმო სამუშაო პროცესი



V თავი    
განხორციელებული ცვლილებები:
·         მოვახდინე კლასში შემსვლელი პედაგოგების შეხვედრის ორგანიზება. კიდევ ერთხელ გავეცანით ეროვნულ სასწავლო გეგმას, საშინაო დავალებასთან დაკავშირებულ ლიტერატურას, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს, ჩატარებულ კვლევებს.
·         ყოველთვის როდესაც ვაძლევ საშინაო დავალებას დეტალურად ვაძლევ შესრულებისათვის საჭირო რეკომენდაციებს, საშინაო დავალების დროული და სრულყოფილი შემოწმებისათვის შემოვიღე საშინაო დავალების ორი რვეული, თითოეულ მოსწავლეს რვეულში ვუწერ განმავითარებელ შეფასებას, ვაწვდი კონსტრუქციულ უკუკავშირს. მოსწავლეთა ნაწილს რომლებსაც უჭირთ დავალებების დამოუკიდებლად შესრულება რვეულში წინასწარ ვუკეთებ დახმარების ბარათს, რომელის დაეხმარება დავალების შესრულებაში. მოსწავლეთა ჩართულობით შევქმენით ფეისბუქ გვერსი: „ მათემატიკა ლუკასთან ერთად“ სადაც მოსწავლეთა ინტერესიდან გამომდინარე პერიოდულად ვათავსებ საინტერესო  ლოგიკურ სავარჯიშოებს და ტესტებს. მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ასრულებენ დავალებებს.
·         მშობელთა შეხვედრაზე გავაცანი მშობლებს საშინაო დავალების რაობა და მივეცი რეკომენდაციები თუ როგორ და რა დოზით უნდა ჩაერთოს თითოეული მათგანი შვილის სწავლების პროცესში.

ინტერვენციის შეფასება:
მიზანია:
·         გამეგო რამდენად ეფექტური აღმოჩნდა კვლევის პროცესში მიღებული და შემუშავებული დავალების მიცემის ფორმები
·         ხელი შეუწყო თუ არა ამგვარმა მიდგომებმა დავალების ხალისით და ხარისხიან შესრულებას
·         მშობლებმა გაითვალისწინეს თუ არა რჩევები და სპეციალისტების რეკომენდაციები.
უწყობენ თუ არა შვილს ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებაში.
VI  თავი
დასკვნა :
პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გავაკეთო დასკვნა, რომ მოსწავლისათვის არასწორად მიცემული საშინაო დავალება ქმნის სერიოზულ პრობლემას. ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს :

  •         მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემის დროს დაშვებული შეცდომები კონკრეტულად: არასაკმარისი ინსტრუქცია, არასრულყოფილი შემოწმება და უკუკავშირის არ არსებობა.
  •          პედაგოგთა შეუთანხმებელი მუშაობა
  •          პედაგოგსა და მშობელს შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა

აღნიშნული პრობლმის აღმოსაფხვრელად გადავდგი გარკვეული ნაბიჯები, გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ უმრავლესობა შედეგიანი აღმოჩნდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
     http://mastsavlebeli.ge/?p=1986 ------თეო ნეფარიძე
    http://mastsavlebeli.ge/?p=2409 ----  მაია ფირჩხაძე

დანართები  

დანართი 1 – ა) კითხვარი  მოსწავლეთა მშობლებისათვის

მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას  თემაზე: საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა
 თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.


1.      მონიშნეთ   შესაბამისი სქესის სიმბოლო:

  მდედრობითი
   მამრობითი

2.      რომელი კლასის მოსწავლის მშობელი ხართ?

                                  VI                                    VII
3. დასაქმებული ხართ თუ არა?
                            დიახ                                        არა

4. არის თუ არა ოჯახი მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი)?
                            დიახ                                        არა


5.      აქვს თუ არა მოსწავლეს თავისი ოთახი, სამეცადინო კუთხე ან მაგიდა?
                            დიახ                                        არა
6.      აქვს თუ არა გამორჩეულად საყვარელი საგანი ან საგნები?
                            დიახ                                        არა
7.        ჭირდება თუ არა მითითება დაჯდეს სამეცადინოდ?
                            დიახ                                        არა

8.      საჭიროზე მეტ დროს ანდომებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას?
          დიახ                                        არა
9.      ხალისით ასრულებს თუ არა თქვენი შვილი საშინაო დავალებას?
              დიახ                                          არა
10.  რომელი საგანი (ან საგნები) უჭირს, როგორ ფიქრობთ, რატომ? --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

11.   ეხმარებით თუ არა გაკვეთილების მომზადებაში, რა ფორმით?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პატივისცემით     ნონა გორგაძე

ბ) კითხვარი მოსწავლეებს
1.      შენი  სახელი, გვარი------------------------------------------------------------------------------
2.      გაქვს თუ არა  შენი ოთახი, სამეცადინო კუთხე ან მაგიდა?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.      გთხოვ, რამდენიმე სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4.      გაქვს თუ არა გამორჩეულად საყვარელი საგანი ან საგნები?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.      დაახლოებით რამდენ დროს უთმობ მეცადინეობას?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.      გჭირდება თუ არა მითითება, რომ  დაჯდე სამეცადინოდ?--------------------------------
7.      რომელი საგანი (ან საგნები) გიჭირს, როგორ ფიქრობთ, რატომ?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8.      გეხმარება თუ არა ვინმე გაკვეთილების მომზადებაში, რა ფორმით?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



დანართი 2 –  ანკეტა   მოსწავლეთა მშობლებისათვის

მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას თემაზე :
„საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა“
         თქვენიროგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.       თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურიაარაა საჭირო კითხვარზე სახელისა და  გვარის  მითითება.

1.      ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვის დღის რეჟიმის სწორ განაწილებაზე?
        )  ოჯახის სხვა წევრები                    )  დედა                                ბავშვი

2.      რატომ  უწევთ  ბავშვებს  გვიან დაძინება?
        )ბევრი დავალების  გამო   )დროის არასწორი განაწილების გამო   )ტელეგადაცემების გამო

3.      თქვენი  შვილი  საშინაო დავალებებს...
       )  ვერ  ასრულებს თქვენი  დახმარების  გარეშე      ასრულებს  სრულიად  დამოუკიდებლად
სჭირდება  მცირეოდენი  მითითებები

4.      თქვენ  გიწევთ  დავალებების  ახლიდან  ახსნა  იმიტომრომ...
       )   მასწავლებელმა არ ამუშავა  კლასი  მსგავს  სავარჯიშოებზე
       ბ)  ბავშვის  უყურადღებობის მიზეზით
       გ)  დავალება რთულია და არ შეესაბამება  ბავშვის  შესაძლებლობებს
       დ)  დავალების ახლიდან ახსნა  არ მიწევს

5.      რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი  ბავშვის დავალებებში?
      ა)   გადადოს ყველა საქმემიუჯდეს შვილს და თვალყური ადევნოს დავალების მომზადებას      
      რაც ნაკლებად ჩაერევამით მეტ დამოუკიდებლობას ასწავლის შვილს
      გ)  დაეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში,  ენდოსმაგრამ პერიოდულად
            აკონტროლოს

6.       რა სახის დავალებების შესრულება  უხარიათ  ბავშვებს ყველაზე  მეტად?
         )   წერითი დავალებების;   ზეპირი(კითხვათხრობა)  )  ელექტრონული დავალებების



7.      დაწერეთ  თქვენი  მოსაზრება:  „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს  დავალებები?“





პატივისცემით ნონა გორგაძე



დანართი 3 –  ანკეტა მოსწავლეებისთვის

მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ  კვლევას თემაზე
„საშინაო დავალების რელევანტურობის პრობლემა“
თქვენიროგორც მოსწავლისის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანიაპროექტის წარმატებისათვისთქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურიაარაა საჭირო კითხვარზე სახელისა დაგვარის მითითება.

 1. ჩემი დღის რეჟიმს ადგენს?
    )  ოჯახის სხვა წევრები         )  დედა                            მე

 2.  გვიან ვიძინებ...
ბევრი დავალების  გამო      )დროის არასწორი განაწილების გამო   )ტელეგადაცემების გამო

   3.საშინაო დავალებებს...
)  ვერ  ვასრულებ მშობლების დახმარების  გარეშე            
ვასრულებ  სრულიად  დამოუკიდებლად
მჭირდება  მცირეოდენი  მითითებები

4. მშობლები დავალებებს  ახლიდან  მიხსნიან  იმიტომრომ...
)  მასწავლებელი ზოგჯერ არ გვამუშავებს მსგავს  სავარჯიშოებზე
)  ხანდახან გაკვეთილზე უყურადღებოდ ვზივარ
)  დავალება რთულია და მიჭირს გააზრება
)  დავალების ახლიდან ახსნა  არ მჭირდება

5.  რამდენად უნდა ჩაერიოს მშობელი  ჩემს დავალებებში?
)  გადადოს ყველა საქმემომიჯდეს  და თვალყური ადევნოს ჩემი დავალების მომზადებას      
რაც ნაკლებად ჩაერევამით მეტ დამოუკიდებლობას მიმაჩვევს
უნდა დამეხმაროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

6.       რა სახის დავალებების შესრულება მიხარია ყველაზე  მეტად?
 )   წერითი დავალებების;                    
 ზეპირი(კითხვათხრობა)  
 )  ელექტრონული დავალებების( ინფორმაციის მოძიება, ტესტები, სიმულაციები...)

7.       დაწერეთ  თქვენი  მოსაზრება:  „რა დოზით უნდა მიეცეს ბავშვს  დავალებები?“




პატივისცემით  ნონა გორგაძე




დანართი.4 ლიტერატურა მშობლებს
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწავლაში
მშობლებმა, რომლებსაც სკოლის ასაკის შვილები ყავთ, კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ბავშვმა ხალისით და ინტერესით შეძლოს სასკოლო საგნების მეცადინეობა, სათანადოდ იმუშაოს საშინაო დავალებაზე და სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას  მაქსიმალურად კონცენტრირებული და სათანადოდ ჩართული იყოს სასწავლო  პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მის აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახლის გარემო, რამდენადაც საშინაო დავალებების შესრულება უმეტესად სახლის გარემოში ხდება. შესაბამისად,  ბავშვის აკადემიურ წარმატება/წარუმატებლობაზე სახლის გარემოში არსებული არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობები, მშობლის დამოკიდებულება სწავლისადმი,   ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და  მხარდაჭერა.

როგორი უნდა იყოს სახლის გარემო საშინაო დავალების შესრულებისას?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახლში, მეცადინეობის პროცესში იყოს ნაკლები ფორმალობა და დაძაბულობა. ბავშვს უნდა შეეძლოს, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილება, სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ა.შ. სახლში ბავშვის შეცდომებს, სწავლის პროცესში წარმოშობილ სირთულეებს მშობლის უარყოფითი რეაქცია და შეფასება არ უნდა მოყვეს. მშობლის პოზიტიური დამოკიდებულება არის თავისუფალი, მშვიდი გარემოს საწინდარი, სადაც ბავშვი  დაცულად იგრძნობს თავს და სწავლის პროცესიც უფრო ეფექტურად წარიმართება.  სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ჯანსაღი ინტერესი სწავლისადმი.

კიდევ ერთი, არსებითი ფაქტორი ისაა, რომ სახლში, საშინაო დავალების შესრულებისას უფრო მეტად არის შესაძლებელი ბავშვის შრომისუნარიანობის ინდივიდუალური თავისებურებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება. სახლში მშობელს აქვს იმის საშუალება, რომ შვილი უზრუნველყოს სწავლების ინდივიდუალური განრიგით, რომელიც ითვალისწინებს მისი შრომისუნარიანობის სპეციფიკას. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვისთვის დამახასიათებელია ე.წ. ეპიზოდური შრომისუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ  მას  ყურადღების კონცენტრირება სასწავლო პროცესზე შეუძლია მხოლოდ გარკვეული, მცირე დროის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში, საკმარისია ბავშვს მივცეთ საშუალება შეისვენოს 5 წუთით,  და ის უკვე მზად იქნება  განაგრძოს მეცადინეობა ეფექტურად.

მშობელმა, უნდა მოახერხოს საშინაო დავალების შესრულების პროცესის ორგანიზება შვილის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ორგანიზებისას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს თავად ბავშვს და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას მისი აზრი და სურვილები. მშობელმა მასთან ერთად უნდა მოაწყოს მეცადინეობისათვის განკუთვნილი გარემო,  ერთობლივად დაგეგმონ დღის განრიგი, სადაც გამოყოფილი იქნება მეცადინეობისათვის განკუთვნილი დრო და წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილების მომზადების თანმიმდევრობა.

როგორ ავუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?






როდესაც ბავშვი უარს ამბობს მეცადინეობაზე სიტყვებით -  „მე ეს არ მაინტერესებს და არ გავაკეთებ!-“სახეზეა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული სირთულეები.

შემეცნების მოთხოვნილება თანდაყოლილია. სწრაფვა შემეცნებისაკენ არ ყალიბდება სკოლაში, ის ბევრად ადრე, ჩვილობის ასაკიდანვე იწყებს გამოვლენას. აღზრდის პროცესში, მშობელი სხვადასხვა ხერხს მიმართავს შემეცნების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისა და სწავლის მოტივაციის განვითარებისათვის. მშობლისთვის კარგად ნაცნობი მოვლენაა, როდესაც ბავშვი პირველ წარმატებებს აღწევს მაგალითად ფაზლის ან კონსტრუქტორის აწყობისას, როგორი კმაყოფილი და ამაყია ის ამ დროს საკუთარი თავით. ის, თუ როგორ შეუწყობს ხელს მშობელი ბავშვის მიერ პრობლემის გადაჭრის დამოუკიდებელ მცდელობებს და როგორ უპასუხებს მის პირველ წარმატებებს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის სწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არ არის მარტივი და არც მიზანშეწონილი „სწავლის მზა მოტივი და მიზანი “ ჩავუნერგოთ შვილს. ის, რაც  მშობელს შეუძლია გააკეთოს, არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს  შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი:

·         პირველ რიგში, მშობელმა უნდა გაარკვიოს შვილის სწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზები: ეს არის სწავლის სირთულეები, მშობლის აღმზრდელობითი ხასიათის შეცდომები თუ სხვა ფაქტორები.


·         უფროსები ხშირად ეუბნებიან ბავშვს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „თუ არ ისწავლი, არ გექნება კარგი სამსახური და ანაზღაურება!“, „თუ არ ისწავლი ვერ შეძლებ საკუთარი თავის და ოჯახის რჩენას!“  მათი აზრით ეს დადებითად აისახება ბავშვის სწავლის მოტივაციაზე, მაგრამ რეალურად ამას პოზიტიური შედეგი ნაკლებად  აქვს. ბავშვისთვის რთულია ასეთი შორეული პერსპექტივის დანახვა, მისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ახლო მომავალში შეიძლება მოხდეს.


·         შესაძლოა, ბავშვისათვის რთული იყოს  გარკვეული დავალებების შესრულება. როდესაც ბავშვს სწავლის გარკვეული სირთულეები აქვს, ბუნებრივია, მისი სწავლის  მოტივაცია შეიძლება დაქვეითდეს. თუ სცადა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მაინც არ გამოუვიდა, ვერ ისწავლა, ვერ დაიმახსოვრა, ეს მისთვის წარუმატებელი გამოცდილებაა, რომელიც პირდაპირ მოტივაციაზე აისახება. სწორედ ასეთ დროს არის მშობლის სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი.


·         მნიშვნელოვანია მშობელმა აკონტროლოს სწავლის პროცესი და გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. მაგალითად, როდის ჯობია მეცადინეობის პროცესის დაწყება, რომელი საგნების მომზადებაა საჭირო პირველ რიგში, როდის და რა სიხშირით არის მიზანშეწონილი შესვენებები. მნიშვნელოვანია მშობლის ხელშეწყობა სწავლის უნარების თანმიმდევრულ გამომუშავებაში. 
·         აუცილებელია მშობელი  ჩართული იყოს გაკვეთილების მომზადების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ნაცვლად უნდა შეასრულოს დავალება. მშობელმა თავად კი არ უნდა ამოხსნას დავალება, არამედ  უნდა ასწავლოს, დაეხმაროს ამ ამოცანის ამოხსნის გზების ძიებაში.   მშობელმა  უნდა შეაქოს შვილი მცდელობებისთვის. 
·         ბავშვის სწავლის მაღალი მოტივაციის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მშობლის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება.  შვილს ყოველთვის გაგებით, სითბოთი და სიყვარულით უნდა მოვეპყროთ და ეს დამოკიდებულება არ უნდა იყოს განპირობებული მხოლოდ ბავშვის წარმატებული შედეგებით სწავლასა თუ სხვა საქმიანობაში. 


·         მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, ბავშვი, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება, სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და შედეგად მისი სწავლის მოტივაციაც დაბალია. ადეკვატური თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის კი პრაქტიკულად არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები.   მშობლის როლი წამყვანია ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაში. მშობლის სწორი შეფასება და ბავშვისთვის სწორი ფორმით გაზიარებული მოსაზრებები მის უნარებზე და შესაძლებლობებზე,  აისახება   თვითშეფასების სწორად ფორმირებაზე. 


·         ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვს სჯეროდეს საკუთარი წარმატების. როგორც მასწავლებელი, ისე მშობელი ყოველთვის უნდა ასაზრდოებდეს ბავშვის რწმენას საკუთარ ძალებში და უნარებში. აქვე ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ რაც უფრო დაბალია ბავშვის თვითშეფასება, მით უფრო ძლიერი და სისტემატური უნდა იყოს ეს მხარდაჭერა.


·         წაახალისეთ შვილი კარგი სწავლისთვის. კარგი იქნება თუ მშობელი შვილის სწავლის წახალისების პროცესში არა ქულებზე (როგორც შედეგზე), არამედ სწავლის მოტივაციაზე (მონდომებაზე და ძალისხმევაზე) გაამახვილებს ყურადღებას. ბავშვმა თუ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა- საკმარისი დრო დაუთმო მასალის მომზადებას და იმეცადინა როგორც შეეძლო,   ეს უკვე კარგი შედეგია მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა  მაღალი ქულა;


·         აუცილებელია აუხსნათ ბავშვს მისთვის გასაგები ენით, რომ სწავლის უნარის განვითარება არის პროცესი, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო და ძალისხმევა.


·         ნუ დაელოდებით დაუყოვნებლივ შედეგებს. მაგრამ თუ თქვენ  სწორად და სისტემატურად იმუშავებთ შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე, შედეგიც არ დააყოვნებს. 


·         ბავშვი- პიროვნებაა, გარკვეულ დრომდე მშობელზე დამოკიდებული და მას სჭირდება სწორედ მშობლის მხარდაჭერა!
ნანა ფიფია




2018წლის 15 მარტი
მათემატიკის მასწავლებელი : ნონა გორგაძე